"კანტარ მედიას" ყოველწლიური სამიტი 2020

2011 წლიდან „კანტარის“ საერთაშორისო სამიტი ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. იგი საშუალებას აძლევს სატელევიზიო და მედია კომპანიების ლიდერებს გაიცნონ ერთმანეთი, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილებები და განიხილონ ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები. „კანტარის“ საერთაშორისო სამიტის მიზანია, მისმა ყველა მონაწილემ მიიღოს საუკეთესო გამოცდილება,  გაზარდოს მედია გაზომვის სივრცე საკუთარ ბაზარზე და დაამყაროს გრძელვადიანი და სტაბილური კავშირები მსოფლიოს მასშტაბით. „კანტარის“ სამიტი გამოირჩევა თავისი გეოგრაფიული მრავალფეროვნებით. მასში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა წარმატებული კომპანიების  წამომადგენელი პირები. 

კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“ 2016 წელს გამოვიდა საქართველოს მედია მზომი კომპანიების ასპარეზზე. კომპანიის წამორმადგენლები ყოველწლიურად ესწრებიან აღნიშნულ სამიტს. გამონაკლისი არც 2020 წელი ყოფილა. „კანტარის“ სამდღიანი სამიტი 2020 წლის 30 ივნის-2 ივლისს იყო დადეგმილი ბუდაპეშტში. თუმცა მსოფლიოში შექმნილი პანდემიის გამო, მან ონლაინ სახე მიიღო და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ელექტრონულად დააკავშირა ერთმანეთს  უამრავი კომპანიის წამომადგენელი. მასში მონაწილეობა მიიღო „ტრი მედია ინტელიჯენსის“ დირექტორმა, ანა ლორთქიფანიძემ და კომპანიის რამდენიმე ხელმომწერი კომპანიის წარმომადგენელმა. კონფერენცია ეხებოდა იმას, თუ რა გავლენა მოახდინა კორონა ვირუსმა მსოფლიო მედიაზე. სიტყვით გამოვიდნენ და თავიანთი გამოცდილება გააზიარეს მსოფლიოს სხვადასხვა უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენელბმა, როგორებიც არიან: ალეხანდრო ბეტანკორტ ბუზასი (P&G-ის ბრენდ დირექტორი), ენდი პილგინგტონი („ადიდასის“ მედია დირექტორი), შერონ ჰეგარტი („სამსუნგის“ მარკეტინგის დირექტორი), ბელინდა ბიფტინკი (IPA-ს კვლევის დირექტორი), ამერიკო მარტინსი (CNN-ის წამრომადგენელი ბრაზილიაში) და ბევრი სხვა. მათ ისაუბრეს იმ გამოწვევებზე და სირთულეებზე, რომლის წინაშეც დადგნენ მსოფლიოს სხვადასხვა უმსხვილესი კომპანიები პანდემიის გამო. ასევე საკუთარი ქვეყნების მაგალითებზე ისაუბრეს ამ გამოწვევების გადაჭირს გზებზე.

საბოლოო ჯამში, ონლაინ ფორმატის მიუხედავად, სამიტმა ნაყოფიერად ჩაიარა. შემდეგი, რიგით მეათე სამიტი 2021 წელს გამიართება, რომლის თარიღიც ამ წლის ივლისის თვეში გამოცხადდება.

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 21 July, 2020