კანტარი

„ტრი მედია ინტელიჯენსი“, სატელევიზიო აუდიტორიის მზომი, მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერ კომპანია "კანტარის" ტექნოლოგიის ოფიციალური  ლიცენზიანტია საქართველოში.

"კანტარის" მედია დანაყოფს 90-ზე მეტი ქვეყნის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის გამოცდილება აქვს და 25,000-ზე მეტ მომხმარებელს სანდო მონაცემებით, მათზე მორგებული პროდუქტებითა და ინოვაციური სერვისებით უზრუნველყოფს.

“ტრი მედია ინტელიჯენსი“ "კანტართან" თანამშრომლობით, საქართველოში ქმნის სატელევიზიო აუდიტორიის მზომ უახლეს სერვისს.

ორგანიზაციის ჩამოყალიბების პროცესში შესწავლილი და გათვალისწინებული იქნა "კანტარის" სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება და ექსპერტთა რეკომენდაციები.

"კანტარი" “ტრი მედია ინტელიჯენსს“ სთავაზობს თანამშრომელთა პერმანენტულ გადამზადებას საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტთა გუნდის მიერ. გარდა ამისა, "კანტარის" მხარდამჭერი ჯგუფი მუდმივ მონიტორინგს აწარმოების ხარისხის კონტროლისა და საინფორმაციო უსაფრთხოების კუთხით.

Error