დამთხვევის ტექნოლოგია

როგორ ხდება იდენტიფიცირება, თუ რომელ არხს უყურეს? 

პანელური კვლევის წევრ ოჯახში ხდება ფიფლმეტრის დამონტაჟება. ფიფლმეტრი, იყენებს რა ტელევიზორის აუდიო სიგნალს, ახდენს ეგრეთწოდებული „ხელმოწერების“ გენერირებას, რაც წარმოადგენს ბინარული კოდების ერთობლიობას და არა ნაყურები არხების აუდიო ჩანაწერს.

ფიფლმტერში დაგროვებული მონაცემები იგზავნება „ტი-ემ-აი“-ს მონაცემთა შეგროვების ცენტრში, სადაც ასევე ხდება „ტი-ემ-აი“-ს მიერ რეფერენსირებული არხების აუდიო სიგნალის დამუშავება და ბინარულ კოდებად გარდაქმნა. აღნიშნული მონაცემების დამუშავების შედეგად ჩვენი სისტემა გვაძლევს საშუალებას გავიგოთ რომელ ტელეარხებს უყურეს შინამეურნეობაში. ამავე მონაცემების დამუშავების შედეგად, სისტემას შეუძლია დროში წანაცვლებული (გადახვევის ფუნქციის) ყურების აღქმა. 

„ტი-ემ-აი“ ფლობს მონაცემთა შეგროვების  2 დამოუკიდებელ ცენტრს, ძირითადს და სარეზერვოს. სატელევიოზიო არხების რეფერენსირება ხდება სხვადასხვა საშუალებით, რაც უზურნველყოფს მყარ ტექნოლოგიურ გადაზღვევას. 

Error