ტი-ემ-აი

ვინ ვართ ჩვენ?

TRI MEDIA INTELLIGENCE (TMI) არის სატელევიზიო აუდიტორიის მზომი კომპანია და მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერის KANTAR-ის ოფიციალური სალიცენზიო პარტნიორი. კომპანია უზრუნველყოფს, რომ ხელმომწერებმა მიიღონ ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაცია სატელევიზიო მომხმარებელთა ქცევის შესახებ.

TMI ორიენტირებულია ინოვაციებსა და წამყვანი მზომი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო კვლევის პრაქტიკის ქართულ ბაზარზე დამკვიდრებაზე. კომპანიამ 2016 წელს დაიწყო ოპერირება და საქართველოს ბაზრის ტელეყურების მონაცემებით უზრუნველყოფა. ეს იყო პირველი კომპანია, რომელმაც ინდუსტრიას სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურება შესთავაზა.

თავდაპირველად, TMI-ის პანელმა მოიცვა საქართველოს 7 დიდი ქალაქი (40 ათასზე მეტი მოსახლეობით), 540 შინამეურნეობითა და დაახლოებით 800 ფიფლმეტრით. 2022 წლიდან TMI-მ გააფართოვა კვლევის არეალი და ამჟამად მისი პანელი მოიცავს მთელ საქართველოს (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა), სადაც მოსახლეობის მინიმუმ 80% თავისუფლად საუბრობს ქართულად. პანელის კვლევაში მონაწილეობს 800 შინამეურნეობა, სადაც 1100-ზე მეტი ფიფლმეტრია დამონტაჟებული.

საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა საერთაშორისო მასშტაბით, რომელმაც გამოიყენა Kantar-ის სრულიად ახალი PM7 ტექნოლოგია და რომელსაც აქვს PM5000s და PM7 შერეული ტექნოლოგია თავის პანელში.

2021 წელს, 3M3A-ს მიერ ჩატარებულმა საერთაშორისო აუდიტმა დაასკვნა, რომ: „TMI-ს საერთაშორისო სტანდარტის სერვისი აქვს საქართველოში. ჩვენ ყოყმანის გარეშე ვამბობთ, რომ მასზე დაყრდნობა შეიძლება ზუსტი მონაცემების წარმოებისთვის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საბაზრო ვალუტად“.

 

ნაბიჯი 1

პანელის შერჩევა

  • კვლევის დანერგვა
  • რეკრუტირებული პანელი

 

ნაბიჯი 2

მონაცემთა შეგროვება

  • კვლევის პანელისთვის შერჩეულ ოჯახში დამონტაჟებული ფიფლმეტრები

 

ნაბიჯი 3

მონაცემთა მიღება და შენახვა

  • ფიფლმეტრებიდან მონაცემების მიღება კვლევით ცენტრში ხდება GPRS-ის საშუალებით

 

ნაბიჯი 5

მონაცემთა პაკეტი Instar Analytics

  • მონაცემთა ჩატვირთვა Instar Analytics - ში შემდგომი ანალიზისთვის

 

ნაბიჯი 4

ხარისხის კონტროლი, დამუშავება & მონაცემთა შეწონვა

  • ოჯახის რომელი წევრები უყურებენ ტელევიზორს
Error