პანელი

ყოველწლიურ საბაზისო კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით,  თბილისსა და 6 დიდ ქალაქში  (45% - თბილისში, 55% დარჩენილ 6 ქალაქში მოსახლეობის პროპორციულად) შერჩეულია 540-მდე შინამეურნეობა. თითოეულ შინამეურნეობაში განთავსებულია "კანტარ მედია"-ს მიერ წარმოებული 5000 სერიის ფიფლმეტრები - ყურებადობის საზომი მოწყობილობა. არსებული ფიფლმეტრი ადაპტირებულია ქართულ ენაზე, რაც ზრდის გამოყენების ხარისხსა და სიხშირეს. ჩვენი მოწყობილობის დისტანციურ მართვის პულტზე ოჯახის თითოეულ წევრს მინიჭებული აქვს ინდივიდუალური ღილაკი.

4 წლამდე ბავშვების შემთხვევაში, მათ შეიძლება ჰქონდეთ მინიჭებული ღილაკი, მაგრამ პროგრამულად ის აქტიურდება მხოლოდ მას შემდეგ რაც ბავშვს შეუსრულდება 4 წელი. გარდა ამისა, პულტზე არსებობს სტუმრის დამატების ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა შინამეურნეობის გარდა, გავზომოთ სტუმრის ყურებადობის ქცევა. ფიფლმეტრს გააჩნია შეხსენების ხმოვანი სიგნალი, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში თუ ტელევიზორის ყურების დაწყებისას მაყურებელს დაავიწყდა პულტის სარგებლობა და შეახსენებს მას ღილაკის გამოყენების საჭიროებას. ფიფლმეტრს გააჩნია შიდა მეხსიერება, რომელიც უზრუნველყოფს დროის სწორად განსაზღვრას და მონაცემების გარკვეული დროით შენახვას. პანელის კვლევაში მონაწილე 540-მდე შინამეურნეობაში დამონტაჟდა 800-მდე ფიფლმეტრი. მონაცემები თუ რა ინტენსიურობით უყურებენ კვლევის წევრები ტელევიზორს კლიენტებს გადაეცემათ განზოგადოებული სახით, სადაც კვლევის ყველა წევრის პირადი მონაცემი კონფიდენციალურია. 

Error