ხარისხის კონტროლი

მონაცემების ხარისხის კონტროლის პროცედურები ტარდება ყოველდღიურად, ანალიზის ყველა ეტაპზე, დაწყებული მითითებული არხების აუდიოს ხარისხის შემოწმებიდან, დამთავრებული პანელის მახასიათებლებით.

ხარისხის კონტროლი იწყება რესპონდენტების შერჩევის ეტაპიდან რაც გულისხმობს, რომ ხდება რესპონდენტის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება და დადასტურება, რომ ინფორმაცია შესაბამისობაშია კვლევის წესებთან და მოთხოვნებთან. მიღებული დემოგრაფიული და ტექნიკური ინფორმაციის საფუძველზე, რესპონდენტის თანხმობის შემთხვევაში, ხდება ინსტალაცია. ინსტალაციის ეტაპზეც, საველე ტექნიკოსის მხრიდან ადგილზე ხდება მიღებული ინფორმაციის გადამოწმება. წარმატებით დასრულებული ინსტალაციის შემდეგ ხდება მიღებული ინფორმაციის Atria Pro-ში შეყვანა. Atria Pro არის ჩვენი სისტემის ბირთვი, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავებას, პანელის მართვას და ხარისხის კონტროლის საშუალებებს. Atria Pro ეფუძნება “კანტარ"-ის 30-წლიან გამოცდილებას სატელევიზიო პანელების გაზომვაში. დღესდღეობით მას დაახლოებით მსოფლიოს 25 ქვეყანა იყენებს. აქ ხდება ინფორმაციის დეტალური ანალიზი და ხარისხის კონტროლი. Atria Pro-ს აქვს უამრავი ანგარიშის ფორმა, რისი მეშვეობითაც ხდება მონაცემების კონტროლი. ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადამოწმება ხდება ადმინისტრატორების მიერ შინამეურნეობებში განხორციელებული ზარების ან მათთან ტექნიკოსის ვიზიტის საშუალებით. მაგალითისთვის, ადმინისტრატორები ეკითხებიან ოჯახს, ნამდვილად უყურებენ თუ არა ისინი ტელევიზორს იმ ხანგრძლივობით, რა ხანგრძლივობაც ფიქსირდება პროგრამაში. აღნიშნული საჭიროა იმისათვის, რომ დადასტურდეს ფიფლმეტრის მონაცემისა და შინამეურნეობის ქცევის ერთანეთთან დამთხვევა. შინამეურნეობებიდან წამოსული ინფორმაცია დამატებით, რა თქმა უნდა, გადის რამდენიმესაფეხურიან კონტროლს და საბოლოოდ თავს იყრის „Instar Analytics”-ში, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციაზე წვდომა აქვთ ჩვენს გამომწერებს.

„კანტარ"-ის ექსპერტთა გუნდი უწყვეტად უზიარებს თავის გამოცდილებას ჩვენს კომპანიას ტრენინგების, სემინარების, მონაცემთა გაცვლის პროცესების საშუალებით და უზრუნველყოფს “ტი-ემ აი“-ს წარმომადგენლების 24-საათიან დახმარებას.

Error