სიახლე

TMI მოხარულია გაცნობოთ, რომ ჩვენი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დირექტორი ანი ლორთქიფანიძე არჩეულია საქართველოს წარმომადგენლად საზოგადოებრივი აზრის კვლევის მსოფლიო ასოციაციაში (WAPOR). WAPOR არის საერთაშორისო პროფესიული ასოციაცია, რომლის წევრები აღიარებენ საზოგადოებრივი აზრის მნიშვნელობას საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ანი ლორთქიფანიძე: „ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა WAPOR-ის საქართველოს ეროვნულ წარმომადგენლად  არჩევა. WAPOR არის საერთაშორისო მაღალრეპუტაციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1947 წელს, და რომელიც ადგენს საზოგადოებრივი აზრის კვლევის სტანდარტებს მსოფლიოს მასშტაბით. მოხარული ვარ, რომ მაქვს პრივილეგია, წარმოვადგინო საქართველო ამ ორგანიზაციაში“.

დევიდ ჯოდისმა, ვიცე-პრეზიდენტმა და WAPOR-ის არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა: „WAPOR-ის ეროვნული წარმომადგენლების ქსელი, ახლა თითქმის 120 ქვეყანაში, არის WAPOR-ის ხმა მთელს მსოფლიოში და ამ ქვეყნების მთავარი ხმა უკან WAPOR-ში. ეროვნული წარმომადგენლები ჯგუფი დაკომპლექტებულია პრაქტიკოსი მკვლევარებისგან, მეცნიერებისგან და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საბოლოო მომხმარებლებისგან (ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე მკვლევარები და მთავრობები). ისინი მხარს უჭერენ WAPOR-ის მთავარ მისიას, რომელიც არის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ჩატარებისა და გამოქვეყნების თავისუფლების დაცვა.“

კომენტარი გააკეთა ასევე WAPOR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ქსენია კიზილოვამ: „WAPOR-ის მისია საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარებისა და გამოქვეყნების თავისუფლების ხელშეწყობისა და ამისთვის პროფესიული სტანდარტების ჩამოყალიბების შესახებ ასოციაციის საქმიანობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩვენი ეროვნული წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ WAPOR-ის ხმას და ეხმარებიან მას განვითარებაში, არიან გადამწყვეტი ძალა, რომელიც ხელს უწყობს ამ მიზნების წარმატებულ განხორციელებას. მოხარული ვართ მივესალმოთ ანი ლორთქიფანიძეს, როგორც WAPOR-ის ეროვნულ წარმომადგენელს საქართველოში. მოუთმენლად ველით მასთან მუშაობას მომდევნო წლებში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ცოდნის, სტანდარტების, ღირებულებებისა და ნორმების პოპულარიზაციის მიზნით. 

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 27 February, 2024