ახალი ქართული სერიალი "ბამბის აღმართი"

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2022-2023 წლის ახალი სეზონით აგრძელებს მაუწყებლობას. 11 სექტემბერს ეთერში ახალი ქართული სერიალი „ბამბის აღმართი“ გავიდა, რომლის რეჟისორი კახა შარტავაა. სერიალი დრამატული ჟანრისაა, საშუალოდ 30 წუთიანია და მას მაყურებელი ყოველ შაბათ-კვირას საღამოს 10 საათზე იხილავს. გუშინ ეთერში 2 სერია გავიდა და ორივე წუთში საშუალოდ 28 ათასმა 18 წელს გადაცილებულმა მაყურებელმა ნახა. სერიების მიმდინარეობისას სატელევიზიო ყურების 8% იყო მიმართული „რუსთავი 2“-ზე.   

„ბამბის რიგის“ სერიები თბილისში წუთში საშუალოდ 21 ათასმა, ხოლო რეგიონში წუთში საშუალოდ 13 ათასმა მაყურებელმა ნახა. რაც შეეხება ასაკობრივ გადანაწილებას, ყველაზე მეტი მაყურებელი - 26%, მას 63 წელს გადაცილებულ ქალების ასაკობრივ ჯგუფში ჰყავდა, ხოლო ყველაზე ნაკლები - 5%, იგივე ასაკის კაცების კატეგორიაში. სერიალის სატელევიზიო აუდიტორიის 67%-ს ქალები შეადგენდნენ, ხოლო 27%-ს - კაცები.

მონაცემები ემყარება თბილისისა და საქართველოს 6 დიდი ქალაქის  (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს, სადაც  კომპანია „ტრი მედია ინტელიჯესი“ ახდენს ყურებადობის გაზომვას. მონაცემები აღებულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობისგან სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით.

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 12 September, 2022