ურუსკესი შოუ

28 იანვარს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საღამოს ეთერში გავიდა ამერიკული “The Ellen’s Show”-ს ქართული ანალოგის „ურუსკესი შოუს“ პირველი გადაცემა, რომლის წამყვანია რუსკა მაყაშვილი.

„ურუსკესი შოუ“ საღამოს 10 საათზე დაიწყო და ის წუთში საშუალოდ 30 ათასმა მაყურებელმა ნახა. მისი მიმდინარეობისას სატელევზიო ყურების 6% მიმართული იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე.

გადაცემა თბილისში წუთში საშუალოდ 23 ათასმა, ხოლო რეგიონში წუთში საშუალოდ 7 ათასმა მაყურებელმა ნახა. რაც შეეხება ასაკობრივ გადანაწილებას, პროცენტულად ყველაზე მეტი მაყურებელი - 6%, მას 45-64 წლის ქალების ასაკობრივ ჯგუფში ჰყავდა. „ურუსკესი შოუს“ სატელევიზიო აუდიტორიის 70%-ს ქალები შეადგენდნენ, ხოლო 30%-ს - კაცები.

 

მონაცემები ემყარება თბილისისა და საქართველოს 6 დიდი ქალაქის  (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს, სადაც  კომპანია „ტრი მედია ინტელიჯესი“ ახდენს ყურებადობის გაზომვას. მონაცემები აღებულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობისგან სტუმრების ადა დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით.

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 31 January, 2022