კანტარის წერილი საქართველოში სატელევიზიო აუდიტორიის მზომი პანელის გაფართოებასთან დაკავშირებით

როგორც გასული წლის 27 თებერვალს გამართულ „ტი-ემ-აი“-სა და „კანტარი“ -ს ერთობლივ კონფერენციაზე დაანონსდა, იგეგმებოდა სატელევიზიო აუდიტორიის 

მზომი პანელის გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.tmi.ge/ka/news/35

თუმცა 2020 წელს დააწყებულმა მსოფლიო კოვიდ პანდემიამ პროექტის განხორციელების ვადებში ცვლილებები შეიტანა. აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ წერილს აქვეყნებს „კანტარის“ უფროსი დირექტორი კელდ ნილსენი, რომელსაც უცველელად გთავაზობთ ქვემოთ:

„ტრი მედია ინტელიჯენსმა“ „კანტართან“ პარტნიორობით გადაწყვიტა განავითაროს საქართველოში სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვა სატელევიზიო პანელის გაფართოების საშუალებით როგორც ქალაქებში, ისევე სოფლებში. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოიყენებს ახალი თაობის „ფიფლმეტრ 7“-ს. ამ ტექნოლოგიას უკვე იყენებენ ინგლისში, ნიდერლანდებსა და სლოვაკეთში.

საწყის ეტაპზევე საქართველო, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო, კოვიდ პანდემიისა და ბრექსიტის გამო, დადგა უპრეცედენტო გარემოებების პირისპირ, რის გამოც დაგვიანდა მომარაგება და შეიცვალა პროექტის განხორციელების ვადები.  

„კანტარიც“ და „ტი-ემ-აი“-ც ძალისმხმევას არ იშურებენ, რომ შეიმუშაონ ახალი ძლიერი IT ინფრასტრუქტურა, დააყენონ ახალი ფიფლმეტრები პანელურ შინამეურნეობებში, შეიმუშაონ ახალი შეწონვის პარამეტრები და რაც შეიძლება მალე საქართველოში ერთგულ კლიენტებს  მიაწოდონ ტელეაუდიტორიის შესახებ ზუსტი მონაცემები.  ვიმედოვნებთ, რომ ადგილი აღარ ექნება ფორსმაჟორული პირობებით გამოწვეულ შეფერხებებს.

გამოვხატავთ მადლიერებას და  ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ქართული მედია ინდუსტრია გაგებით ეკიდება არსებულ ვითარებას“.

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 2 November, 2021