ტრი მედია ინტელიჯენსი - კონფერენცია 2026

30 იანვარს სასტუმრო "პარაგრაფში" ჩატარდა "ტრი მედია ინტელიჯენსის" მორიგი კონფერენცია. კონფერენციის თემა ეხებოდა პარტნიორობას. შესაბამისად, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ TMI-ს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორები, ტელევიზიები და სარეკლამო სააგენტოები, რომლებთანაც კომპანია უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით თანამშრომლობს.

კონფერენცია გახსნა "ტრი მედია ინტელიჯენსის" დირექტორმა, მზია სილაგაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე ადგილობრივი მედიაინდუსტრიის წარმომადგენლებსა და მოწვეულ კოლეგებს, ამასთანავე ისაუბრა პარტნიორობის საკითხზე. "ტრი მედია ინტელიჯენსის" დამფუძნებელმა მერაბ ფაჩულიამ და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ მოცრაძემ,  ისაუბრეს მასობრივი მედიის გაზომვის  25 წლიან დინამიკაზე, თუ როგორ იზომებოდა ბეჭდვითი მედია, რადიო და ტელევიზია 25 წლის  წინ და როგორ იზომება ახლა. ღონისძიებაზე გამომსვლელ მონაწილეთა შორის იყო Kantar Media-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი, ევგენია მოლჩინა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა TMI-სთან თანამშრომლობის ისტორიაზე, ასევე გააზიარა საკუთარი გამოცდილება და ხედვა პარტნიორობის მნიშვნელობაზე როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ ჭრილში. თურქეთის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვისა და განვითარების ისტორიის შესახებ საინტერესოდ ისაუბრა TIAK JIC-ის წარმომადგენელმა აკინ საჰინმა და ქართულ მედია ინდუსტრიას გაუზიარა მეზობელი ქვეყნის სასარგებლო გამოცდილება. რაც შეეხება ადგილობრივ სარეკლამო კომპანიებს, მედია სააგენტო Promedia-ს დირექტორი ნუცა გოცაძე აუდიტორიას ესაუბრა თუ რა გავლენას ახდენს მონაცემები თანამედროვე მედია გადაწყვეტილებებზე. Better Group-ის მედია მენეჯერმა რუსუდან ბერიანიძემ და „პორტ 80“-ის ციფრული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ოდიშელიძემ კი დამსწრე საზოგადოებას გააცნეს კომპანია Betterfly-ის ისტორია. ღონისძიება გაგრძელდა სახალისო კულინარიული აქტივობით, რომელსაც წარუძღვა რესტორატორი ქეთი სალაყაია. 

„ტრი მედია ინტელიჯენსმა“ აუდიტორიას ტრადიციულად წარუდგინა ჟურნალი, რომელიც მოიცავს ტელეყურების 10 წლიან დინამიკას, ტენდენციებსა და ანალიტიკას. ჟურნალს ყოველწლიური ხასიათი აქვს და მკითხველს სთავაზობს სიახლეებს ტელეყურების მნიშვნელოვან ფაქტებსა და საინტერესო მოვლენების შესახებ. წლევანდელ ჟურნალში მკითხველი ასევე გაეცნო „ტრი მედია ინტელიჯენსის“ პარტნიორებთან ჩაწერილს ინტერვიუებს.

ფოტოგალერიის სანახავად ეწვიეთ ბმულს: კონფერენცია 2026

 

 

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 2 February, 2026