2024 წლის საახალწლო მილოცვები

ახალი 2024 წლის დადგომა მოსახლეობას ტრადიციულად მიულოცეს საქართველოს მთავრობის პირველმა პირებმა და პატრიარქმა. მილოცვების ტრანსლირება დაიწო ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე. საქართველოს მოსახლეობას 2024 წლის დადგომა მიულოცეს პატრიარქმა, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პატრიარქის საახალწლო მილოცვა სულ 11 არხზე გავიდა და მან 79 ათასი მაყურებელი მოიცვა. პატრიარქის მილოცვა წელს 18%-ით მეტმა მაყურებელმა ნახა, ვიდრე გასულ წელს. პატრიარქის მილოცვის მაყურებელთა 45%-ს კაცები შეადგენდნენ, ხოლო 55%-ს ქალები. 

საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას ახალი წლის დადგომა ორბელიანების სასახლიდან მიულოცა. მისი მილოცვა ჯამში 10 არხზე გავიდა და მან 96 ათასი მაყურებელი მოიცვა. წინა წელთან შედარებით, სალომე ზურაბიშვილის მილოცვა 16%-ით მეტმა მაყურებელმა ნახა. პრეზიდენტის მილოცვის მაყურებელთა ყველაზე მეტ 19%-ს შეადგენდნენ 63+ წლის ქალები, ხოლო ყველაზე ნაკლებ 6%-ს შეადგენდნენ 4-17 წლამდე ასაკის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მილოცვას, ის 11 არხზე გავიდა და მან 93 ათასი მაყურებელი მოიცვა. ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვას მაყურებელთა 26% თბილისში ჰყავდა, ხოლო 74% -დანარჩენ საქართელოში. 

პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვა 9 არხზე გავიდა და მან 96 ათასი მაყურებელი მოიცვა. შალვა პაპუაშვილის მილოცვის მაყურებელთა ყველაზე მეტ 19%-ს კვლავ 63+ წლის ქალები შეადგენდნენ, ხოლო ყველაზე ნაკლებ 7%-ს 4-17 წლამდე მდედრობითი სქესის წარმოამდგენლები. 

გრაფიკზე ნაჩვენებია ეთერში გასული საახალწლო მილოცვების მოცვის პროცენტული მაჩვენებლები იმ არხების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებზეც მოხდა მათი ტრანსლირება.

                     

თარიღი: 31.12.2023, სამიზნე სეგმენტი - ინდ. 4+ სტუმრის გარეშე/Live, ცვლადი Rch%.

აუდიტორიის ყველაზე მეტი 32% მოიცვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის საახალწლო მილოცვამ, რომლის ხანგრძლივობაც 4 წუთი იყო. აუდიტორიის თანაბარი 28%-28% მოიცვა პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის საახალწლო მილოცვებმა. ხოლო პატრიარქმა თავისი წუთნახევრიანი მილოცვით აუდიტორიის 27% მოიცვა.

მონაცემები წარმოადგენს „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მიერ  საქართველოში სატელევიზიო აუდიტორიის ყურების ქცევის გაზომვის ოფიციალურ შედეგებს.

სამიზნე სეგმენტი: 4+ სტუმრების გარეშე/Live

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 5 January, 2024