საქართველო-ავსტრალიის მატჩი

8 სექტემბერს რაგბის რიგით მე-10 მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. 9 სექტემბერს საქართველოსა და ავსტრალიას შორის ჩატარდა მატჩი, რომლის ტრანსლაციაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში გაიმართა. ანგარიში 35-15 დამთავრდა ავსტრალიის ნაკრების სასარგებლოდ.

მატჩი 19:49-ზე დაიწყო და ის წუთში საშუალოდ 192 ათასმა მაყურებელმა ნახა. მატჩის მიმდინარეობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების 17% მიმართული იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე“.

აღნიშნული მატჩის მაყურებელთა 37%-37% თბილისის და დასავლეთ საქართველოს, ხოლო 26% აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენელი იყო. რაც შეეხება მატჩის მაყურებელთა ასაკობრივ განაწილებას, ყველაზე მეტი, მაყურებელთა 21% მატჩს 45-62 წლამდე კაცების კატეგორიაში ჰყავდა.

აღნიშნული მატჩის ტრანსლაციის შედეგად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ რეიტინგი გაიზარდა და სრულ სატელევიზიო ყურებაში მეორე ადგილი დაიკავა (იმ საათობრივ ზოლში, როდესაც მატჩი მიმდინარეობდა 19:49-21:58).

 

მონაცემები წარმოადგენს „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მიერ საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის ყურებoს ქცევის გაზომვის ოფიციალურ შედეგებს. მონაცემები აღებულია 4 წელს ზემოთ მოსახლეობისგან, სტუმრების გათვალისწინებით.

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 11 September, 2023