კანტარის წერილი საქართველოში სატელევიზიო პანლის გაფართოებასთან დაკავშირებით

2022 წლის დეკემბრიდან „ტრი მედია ინტელიჯენსის“ სატელევიზიო პანელი გაფართოვდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღევანდელი სატელევიზიო პანელი მოიცავს საქართველოს 44 ქალაქსა და 233 სოფელს, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. 

პანელური კვლევის გაფართოებასთან ერთად, „ტრი მედია ინტელიჯენსმა“ ასევე განაახლა ტექნიკური აღჭურვილობა. საქართველო ერთ-ერთი პირველია „კანტარის“ პარტნიორ ქვეყნებს შორის, ვინც იყენებს ამ სფეროში მსოფლიოში უახლეს ტექნოლოგიას პლანშეტური ფიფლმეტრებისა და ახალი სისტემის სახით, რომელიც განთავსებულია Microsoft-ის ვირტუალურ სერვერებზე.

აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ წერილს აქვეყნებს „კანტარის“ გლობალური კომერციული დირექტორი კელდ ნილსენი, რომელსაც უცველელად გთავაზობთ ქვემოთ:

„მოხარულები ვართ დავადასტუროთ საქართველოში სატელევიზიო აუდიტორიის მზომი პანელის გაფართოება, რაც გუსლისხმობს პირველი ეროვნული პანელის დანერგვგას "კანტარის" მზომი ტექნოლოგიის  ბაზარზე. საქართველოს 7 უმსხვილეს ქალაქში 500 ოჯახს აქვს ძლიერი და მსოფლიოში „კანტარის“ ყველაზე მეტად გამოყენებული PM 5000 აღრიცხვის ტექნოლოგია, ხოლო საქართველოს სოფლისა და პატარა ურბანული ტერიტორიების 300 ოჯახს აქვს მომდევნო თაობის Kantar People meter 7 ტაბლეტზე დაფუძნებული აღრიცხვის ტექნოლოგია. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოიყენა Kantar People meter 7 ტექნოლოგია და პირველი, ვინც თავის პანელში გამოიყენა PM5000 და PM7 შერეული ტექნოლოგია.

„კანტარი“ არის მსოფლიოში წამყვანი კვლევითი ჯგუფი, რომელსაც ყავს 22000-ზე მეტი კლიენტი 60-ზე მეტ ქვეყანაში. „ტრი მედია ინტელიჯენსთან“ სალიცენზიო პარტნიორობით, ჩვენ ვთავაზობთ ტექნოლოგიას, მეთოდოლოგიას, პერსონალის ტრენინგს და მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტების გუნდისგან, ასევე ხარისხის კონტროლს და ინფორმაციის უსაფრთხოებას. “ტი-ემ-აიმ“ დააფუძნა და აწარმოებს სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის სისტემას უმაღლესი დონის მონაცემებითა და ინფორმაციის ხარისხით, რაც ასევე დადასტურდა 2021 წელს ჩატარებული საერთაშორისო აუდიტის შესანიშნავი შედეგებით.

მადლობას ვუხდით ჩვენს კლიენტებს ჩვენი პროექტისადმი ნდობისთვის და თანაგდგომისათვის რთულ პერიოდში ისეთი მნიშვნელოვანი ვითარებით, როგორიცაა პანდემია და რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება“.

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 16 January, 2023