ხარისხის კონტროლი

კომტელი არის ჩვენი სისტემის მამუშავებელი ბირთვი , რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავებას, პანელის მართვასა და ხარისხის კონტროლის საშუალებებს. კომტელი დაფუძნებულია სხვადასხვა ქვეყანაში სატელევიზიო პანელების გაზომვის კანტარ მედია-ს 30 წლიან გამოცდილებაზე, ხოლო ამჟამად გამოიყენება მსოფლიოს 25 ქვეყანაში. გამოიყენება ხარისხის კონტროლის რამდენიმე ძირითადი ანგარიშის ფორმა:

პანელის მახასიათებლების ანგარიში პანელის სტრუქტურის ანგარიში პანელის მიმდინარეობის ანგარიშის პანელის შეფასების ანგარიში პანელის ტექნიკური ანგარიში

გარდა ამისა, განხორციელდება ოჯახების მახასიათებლების ყოველედღიური ანალიზი ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ნულოვანი, გადაჭარბებული და არაიდენტიფიცირებული ყურებადობა. მონაცემების სიზუსტე ყოველდღიურად მოწმდება როგორც პროგრამულად, ასევე შინამეურნეობებში განხორციელებული ზარების მეშვეობით. ხარისხის კონტროლის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საგანგებოდ ჩამოყალიბებული კანტარ მედია-ს სპეციალისტთა გუნდი, რომლებსაც გააჩნიათ – აღრიცხვა/გაზომვის, IT სისტემების, კომტელის, პანელის მართვის და პროგრამული უზრუნველყოფის უნარები. სპეციალისტთა გუნდი უწყვეტი რეჟიმში უზიარებს ჩვენს კომპანიას გამოცდილებას, ტრენინგების, სემინარების, მონაცემთა გაცვლის მეშვეობით და 24 საათიან მხარდაჭერას სთავაზობს ტი-ემ-აი-ს წარმომადგენლებს.

ამასთანავე, წარმოების განყოფილება ყოველ დილას ახორციელებს ხარისხის კონტროლის პროცედურებს ორივე დატაცენტრის სისტემაზე.