როგორ ვაწვდით მონაცემებს?

Instar Analytics

მონაცემთა მრავალმხრივ ინტერპრეტაციისა და ანალიზის საშუალებას იძლევა პროგრამული უზრუნველყოფა - Instar Analytics . Instar Analytics წარმოადგენს მომხმარებელზე მორგებულ, მოქნილ პროგრამას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რამდენიმე ათეული ანგარიშის ფორმის კონფიგურაცია 120-მდე ცვლადის გამოყებებით.

პროგრამაში მონაცემების განახლება ხდება ავტომატურ რეჟიმში და მომხმარებელს თავად შეუძლია შექმნას მისთვის სასურველი ანალიზის მოდული და მიზნობრივი აუდიტორიის კვლევის ანგარიში.

Instar Analytics გააჩნია ყველა არსებული ანგარიშის ვიზუალური ფორმატი და არ საჭიროებს სხვა დამატებითი საოფისე პროგრამების გამოყენებას. შემსყიდველს მარტივად შეუძლია ააგოს სასურველი გრაფიკი და ცხრილი უშუალოდ პროგრამაში მუშაობისას.
მიუხედავად ამისა, სურვილის შემთხვევაში, მარტივი განსახორციელებელია ნებისმიერი ანგარიშის ფორმის ექსპორტირება რომელიმე სხვა საოფისე პროგრამასა ან/დავიზუალურ ფორმატში (JPG, GIF , EMF) აღბეჭდვა.


Instar Analytics-ს არ გააჩნია ლიმიტი სატელევიზიო პროგრამებისა და სარეკლამო ჭრების საძიებო სისტემაში. მოქნილი ანგარიშის ფორმის შედეგად შესაძლებელია რამდენიმე არხის ბადის პარალელურ რეჟიმში დაკვირვება და შედარება.

Instar Analytics უზრუნველყოფს ქართული ბაზრისთვის ორ დამატებით უნიკალურ პროდუქტს:

  • სტუმრის ყურებადობის ქცევის გაზომვა;
  • დროში წანაცვლებული ყურებადობის დათვლის შესაძლებლობა

არსებული ფუნქციები შემსყიდველს საშუალებას აძლევს მეტად ფართო წარმოდგენა შეიქმნას მისი სამიზნე აუდიტორიის ქცევის შესახებ.