პანელი

საბაზისო კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით შეირჩა 600-მდე ოჯახი საქართველოში (50% - თბილისში, 50% დარჩენილ 6 ქალაქში მოსახლეობის პროპორციულად). თითოეულ შინამეურნეობაში განთავსდა კანტარ მედია-ს მიერ წარმოებული 5000 სერიის ფიფლმეტრები - ყურებადობის საზომი ხელსაწყო. არსებული ფიფლმეტრი ადაპტირებულია ქართულ ენაზე, რაც ზრდის გამოყენების ხარისხსა და სიხშირეს. ჩვენი მოწყობილობის დისტანციურ მართვის პულტზე ოჯახის თითოეულ წევრს მინიჭებული აქვს ინდივიდუალური ღილაკი.

4 წლამდე ბავშვების შემთხვევაში, მათ შეიძლება ჰქონდეთ მინიჭებული ღილაკი, მაგრამ პროგრამულად ის აქტიურდება მხოლოდ მას შემდეგ რაც ბავშვს შეუსრულდება 4 წელი. გარდა ამისა, პულტზე არსებობს სტუმრის დამატების ფუნქცია (მაქსიმუმ 99 სტუმარი), რომელიც საშუალებას იძლევა შინამეურნეობის გარდა, გავზომოთ სტუმრის ყურებადობის ქცევა. ფიფლმეტრს გააჩნია შეხსენების ხმოვანი სიგნალი, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში თუ ტელევიზორის ყურების დაწყებისას მაყურებელს დაავიწყდა პულტის სარგებლობა და შეახსენებს მას ღილაკის გამოყენების საჭიროებას. ფიფლმეტრს გააჩნია შიდა მეხსიერება, რომელიც უზრუნველყოფს დროის სწორად განსაზღვრას და მონაცემების გარკვეული დროით შენახვას. ჩვენს ფიფლმეტრებს საშუალება აქვთ განასხვაონ აუდიო-ვიდეო მოწყობილობები, ისეთი როგორებიც არის STB (სეტ ტოპ ბოქსი), IPTV Receiver, Satellite Receiver(სატელიტური თეფშის მიმღები), DVD, Game Console, CAB Receiver (საკაბელო ტელევიზიის მიმღები) და ა.შ. რაც შესაძლებლობას გვაძლევს განვსაზღვროთ თუ კონკრეტულად რომელი მოწყობილობიდან მოდის სიგნალი დროის კონკრეტულ მომენტში. ამ სისტემას ჰქვია ლოკალური აუდიო დამთხვევის სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი კვლევის სიზუსტის ხარისხს. ერთი მხრივ, თავიდან გვარიდებს ჩვენთვის უსარგებლო ინფორმაციით მონაცემთა ბაზის „დაბინძურებას“, ხოლო მეორე მხრივ, გვაძლევს ზუსტ ინფორმაციას თუ რომელი ტიპის სატრანზიტო საშუალებით სარგებლობს პანელური კვლევის წევრი სატელევიზიო გადაცემების ყურებისას. პანელის კვლევაში მონაწილე 600-მდე შინამეურნეობაში დამონტაჟდა 800-მდე ფიფლმეტრი. მონაცემები თუ რა ინტენსიურობით უყურებენ კვლევის წევრები ტელევიზორს კლიენტებს გადაეცემათ განზოგადოებული სახით, სადაც კვლევის ყველა წევრის პირადი მონაცემი კონფიდენციალურია. ყოველწლიურ საბაზისო კვლევაზე დაყრდნობით სავარაუდოდ მოხდება პანელური შინამეურნეობების 20-25%-ის ცვლილება.