დამთხვევის ტექნოლოგია

ლოკალური აუდიო დამთხვევის სისტემა

ლოკალური აუდიო დამთხვევა არის ძალიან მოქნილი ტექნოლოგია და ადვილად უწყობს ფეხს შინამეურნეობასთან თანამშრომლობის პერიოდში ტექნოლოგიების განვითარებას. ლოკალური აუდიო დამთხვევის „ლად“ ტექნოლოგია იძლევა შესაძლებლობას: გავიგოთ რომელი მოწყობილობიდან წამოსული აუდიო (შესაბამისად ვიდეო) სიგნალი აისახება ტელევიზორში დროის კონკრეტულ მონაკვეთში.

გავიგოთ მაუწყებლობის რომელი ტრანზიტული საშუალებით სარგებლობს პანელური კვლევის წევრი ( ანუ სარგებლობს სეტ-ტოპ-ბოქსით, უფასო ციფრული არხების მისაღებად თუ არის რომელიმე პროვაიდერის კლიენტი და მათი მომსახურებით სარგებლობს)

აუდიო დამთხვევის სისტემა

პირველ რიგში, კვლევის წევრ ოჯახებში დამონტაჟებულ ფიფლმეტრებში უნდა მოხდეს ლოკალური აუდიო დამთხვევა.

ფიფლმეტრები ახდენენ ეგრეთ წოდებული „ხელმოწერების“ გენერირებას, რაც წარმოადგენს ციფრული თანმიმდევრობის მცირე ნაწილებს და არა ნაყურები არხების ფაქტიურ ხმოვან ნაწილებს.

„ტი-ემ-აი“ ფლობს 2 დატაცენტრს, ძირითადს და სარეზერვოს, სადაც ხდება სატელევიზიო სიგნალების ჩაწერა და ასევე ფიფლმეტრებისგან მიღებული ხელმოწერების დამუშავება ჩაწერის სიგნალით შედარების რთული წესების გამოყენებით.

იმ სატელევიოზიო არხების რეფერენსირება რომელთაც აქვთ მაუწყებლობის რამოდენიმე წყარო, ხდება სხვადასხვა სამაუწყებლო შემოსასვლელი წყაროდან (IPTV, სატელიტი, ტერესტრიალი), რაც უზურნველყოფს მყარ ტექნოლოგიურ გადაზღვევას იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ქართულ არასტაბილურ სატელევიზიო გარემოს აქვს რიგი პრობლემები სატელევიზიო არხების გარკვეულ წყაროებზე.

შემდეგ, აუდიო დამთხვევის პროცესის მიმდინარეობა საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ სატელევიზიო არხების ინდენტიფიცირება, კვლევით ცენტრში უწყვეტი დროში წანაცვლებული ყურებადობის გაზომვა (VCR,DVD, IPTV Play Back და ა.შ.). 24/7-ზე მუშაობენ ძირითადი და სათადარიგო საიტების, აუდიო დამთხვევის, მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების სერვერები.