კანტარ მედია

„ტრი მედია ინტელიჯენსი“, სატელევიზიო აუდიტორიის მზომი, მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერ კომპანია კანტარ მედია-ას ექსკლუზიური ლიცენზიანტია საქართველოში.

კანტარ მედია -ს 50-ზე მეტი ქვეყნის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის გამოცდილება აქვს და 22,000-ზე მეტ მომხმარებელს სანდო მონაცემებით, მათზე მორგებული პროდუქტებითა და ინოვაციური სერვისებით უზრუნველყოფს.

“ტრი მედია ინტელიჯენსი“ “კანტარ მედია-სთან თანამშრომლობით, საქართველოში ქმნის სატელევიზიო აუდიტორიის მზომ უახლეს სერვისს.

ორგანიზაციის ჩამოყალიბების პროცესში შესწავლილი და გათვალისწინებული იქნა კანტარ მედია-ს სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება და ექსპერტთა რეკომენდაციები.

კანტარ მედია “ტრი მედია ინტელიჯენსს“ სთავაზობს თანამშრომელთა პერმანენტულ გადამზადებას საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტთა გუნდის მიერ. გარდა ამისა, კანტარ მედია-ს მხარდამჭერი ჯგუფი მუდმივ მონიტორინგს აწარმოების ხარისხის კონტროლისა და საინფორმაციო უსაფრთხოების კუთხით.