როგორ ვზომავთ?

დღეისათვის „ტრი მედია ინტელიჯენსი“ ინდუსტრიას აწვდის 40 ქართული არხის, მათ შორის 12 რეგიონული, და 13 უცხოური არხის რეიტინგის მონაცემებს, ხოლო აქედან მონიტორინგი (პროგრამებისა და სარეკლამო ჭრების დეტალური აღწერა) ხორციელდება უკვე 30 არხზე. ხელმომწერთათვის რეიტინგების მიწოდება ხდება ყოველდღიურად დილის 10:00 საათისთვის, ხოლო მონიტორინგის - 12:00 საათისვის. არასამუშაო დღეების მონაცემების მიწოდება ხდება მომდევნო სამუშაო დღეს. შემსყიდველებს აქვთ წვდომა იმ სატელევიზიო არხის მონაცემებზეც, რომლებიც არ არიან ტი-ემ-აი-ს ხელმომწერნი.